სტიპენდიები 2016 წლისათვის

ძვირფასო გერმანული ენის მასწავლებლებო,

გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს საბუთების მიღებას გერმანული ენის მასწავლებელთა სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია მოიცავს გერმანული ენის შემსწავლელ კურსს ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გერმანიაში 2016 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებელი მიიღებს სრულ დაფინანსებას (სწავლის საფასური, საცხოვრებელი, მგზავრობა, ჯიბის ფული).
განაცხადების მიღება გრძელდება 15 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე www.goethe.de/tbilissi რუბრიკაში Deutsch Lehren.

საკონკურსო საბუთები :

  1. სარეგისტრაციო ანკეტა (შესავსები)
  2. ფორმულარი „ჩემი გაკვეთილი“ (შესავსები)
  3. ცნობა სამსახურიდან
  4. ტაბელარული ბიოგრაფია

სემინარებისა და ენის კურსების ჩამონათვალს იხილავთ ასევე ზემოთ აღნიშნულ  რუბრიკაში გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე www.goethe.de/tbilissi

სარეგისტრაციო ანკეტა

ჩემი გაკვეთილი