წარმოშობის ისტორია

საქართველოს გერმანულის ენის მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნდა 1993 წელს ქალბატონი მაია ფანჯიკიძის, შემდგომში გერმანიაში საქრთველოს სრულებიანი ელჩის ინიციატივით.

ასოციაციის შემდგომი თავმჯდომარე 1995-2007 წწ. გახლდათ ქალბატონი მარინა ანდრონიკაშვილი. მისი თაოსნობით ჩატარდა პედაგოგთა არაერთი კონფერენცია, მოსწავლეთა კონკურსი თუ პროფესიული განვითარების სემინარები გერმანული ენის მასწავლებელთათვის.

ამას გარდა ყოველწლიურად ტარდებოდა საშობაო თუ შემოქმედებითი საღამოები, ასევე სხვადასხვა ღონისძიება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.