წესდება

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

საქართველოსგერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია – შემდგომში წოდებული "ასოციაციად" – არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს თავის საქმიანობას სხვადასხვა ფორმით და რომლის მიზანიცაა გერმანული ენის განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო დონის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ასოციაცია სარგებლობს სახელწოდებით "საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია".

მუხლი 2.

ასოციაცია საქმიანობას ეწევა "გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციისა" და საქართველოს ფარგლებში. ასოციაციის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

ასოციაცია საქმიანობას ეწევა ასოციაციებისა და ასოციაციების შესახებ საქართველოს კანონის (საკანონმდებლომაცნე 1989, 20, პოზიცია 104 შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მოთხოვნათა და წინამდებარე წესდების საფუძველზე.

მუხლი 3.

ასოციაცია უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების მიერ აღიარებული ნიმუშების საფუძველზე დამზადებული ემბლემები, შტამპები და ბეჭდები.

საქმიანობის მიზნები და ფორმები

მუხლი 4.

ასოციაციისმიზანს წარმოადგენს:

  1. გერმანული ენის სასწავლო მეთოდების სამეცნიერო კვლევასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ფორმის ინიციირება და ხელშეწყობა;
  2. უცხო ენების სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ნაკადის გამარტივება;
  3. გერმანული ენის პედაგოგ-მასწავლებლებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება;
  4. მთელს მსოფლიოში არსებულ გერმანული ენის სწავლების ცენტრებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;
  5. ქვეყანაში განათლების მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა;
  6. გერმანული ენის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების გატარება.

მუხლი 5.

ასოციაცია შემდეგნაირად ახორციელებს თავის მიზნებს:

  1. თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებსა და ინსტიტუტებთან გერმანული ენის სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიის შემუშავების კუთხით;
  2. აწყობს კონფერენციებსა და ყრილობებს რეგიონალურ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე;
  3. ახორციელებს გერმანული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და სასკოლო საქმიანობას;
  4. თანამშრომლობს იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ გერმანული ენის სწავლებას საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში;
  5. გამოსცემს ჟურნალებს.

წევრთა უფლება-მოვალეობანი

მუხლი 6.

წევრებიიყოფიან:

  1. რიგით და
  2. საპატიო წევრებად.

მუხლი 7.

ასოციაციის რიგითი წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არის გერმანული ენის აქტიური ან პენსიაზე გასული პედაგოგ-მასწავლებელი, ან სტუდენტი, რომელსაც მომავალში სურს შეასწავლოს გერმანული ენა. პირი წევრად ჩაითვლება მხოლოდ წლიური საწევრო გადასახადის გადახდის, წევრობის განაცხადის შევსების, ასოციაციი სმიზნების განხორციელების მზადყოფნისა და წინამდებარე წესდების დებულებების შესრულების ვალდებულების წერილობითი ფორმით წარდგენის შემდეგ.

მუხლი8.

საპატიო წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასოციაციის განვითარების საქმეშიან სხვა განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ასოციაციის წინაშე.

საპატიო წევრობის მინიჭება ხდება საერთო კრების მიერ გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე.

მუხლი 9.

რიგითი წევრი პირდაპირი წესით მიიღება ასოციაციაში გამგეობის გადაწყვეტილებით.

მუხლი 10.

გამგეობის წევრობის უფლება აქვთ ასევე გერმანული ენის საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ან საზღვარგარეთმცხოვრებ პედაგოგ-მასწავლებლებსაც. თუმცა მათ არა აქვთ ხმის მიცემის უფლება ასოციაციის არჩევნებზე.

მუხლი11.

ასოციაციისრიგით წევრს შეიძლება შეუწყდეს წევრობა იმ შემთხვევაში, თუ:

  1. ის წერილობითიფორმით უარს იტყვის წევრობაზე და წარუდგენს მას სექციის გამგეობას;
  2. ის გაირიცხება სექციის გამგეობის გადაწყვეტილებით:
  • წესდების დარღვევისა ან ასოციაციის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო;
  • ასოციაციის საქმიანობაში მონაწილების არასაპატიო მიზეზით მიუღებლობის შემთხვევაში;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქეობის უფლების დაგარგვის/ჩამორთმევის გამო;
  • წევრის გარდაცვალების გამო.

მუხლი 12.

ასოციაციისწევრის გარიცხვა ხდება გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღის შესაბამისად.

წევრი,რომლის წინააღმდეგაც მიიღება გამრიცხავი გადაწყვეტილება, უფლებამოსილია შეტყობინებისმიღებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანოს აპელაცია გამგეობაში ასოციაციაში მიღებაზე უარისთქმისა ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

მუხლი 13.

ასოციაციი სწევრი ვალდებულია იმოქმედოს წინამდებარე წესდებისა და ასოციაციის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ასოციაციის რიგითი წევრები ვალდებულნი არიან აქტიურად ითანამშრომლონ ასოციაციაში და გადაიხადონ საწევრო გადასახადები.

ასოციაციის ორგანოები

მუხლი 14.

ასოციაციისორგანოებია:

  1. საერთოკრება
  2. გამგეობა

ასოციაციისყველა ორგანოს უფლებამოსილების ვადა შეადგენს სამ წელს ასოციაციის მორიგ საანგარიშსწორებოან საარჩევნო პერიოდამდე. უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი სხდომის დღიდან და წყდება ასოციაციის ახლად არჩეული ორგანოების პირველი სხდომის ჩატარების წინა დღეს. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

მუხლი 15.

ასოციაციის ხელმძღვანელობის წევრის ვადამდე გაწვევისაან გადადგომის შემთხვევაში შემადგენლობა შეივსება ახლად არჩეული კანდიდატებით მიღებულიხმების თანმიმდევრობის შესაბამისად.

საერთო კრება

მუხლი16.

საერთოკრება წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს ორგანოს. საერთო კრება შეიძლება იყოს მორიგი ან რიგგარეშე. მორიგი საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ სამ წელიწადში ერთხელ, როგორც საანგარიშგებო და საარჩევნო კრება.

მუხლი 17.

რიგგარეშესაერთო კრება მოწვევადია ნებისმიერ დროს მხოლოდ საგანგებოდ დასაბუთებულ შემთხვევებში.რიგგარეშე საერთო კრება მოწვევადია გამგეობის ინიციატივით, სარევიზიო კომისიის მოთხოვნითაან ასოციაციის წევრთა სულ მცირე ერთი მეხუთედის წერილობითი შუამდგომლობით.

მუხლი 18.

გამგეობა ვალდებულია 6 კვირით ადრე შეატყობინოს ასოციაციის წევრებს საერთო კრების ჩატარებისადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.

მუხლი19.

საერთოკრება გადაწყვეტილებაუნარიანია საერთო ხმების ორი მესამედის არსებობის შემთხვევაშიდა იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:

  1. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესდებაში;
  2. ასოციაციის ხელმძღვანელობის წევრთა ვადამდე გაწვევა;
  3. ასოციაციის საპატიო წევრობის ჩამორთმევა.

გამგეობა

მუხლი 20.

გამგეობას მიეკუთვნებიან:

  1. თავმჯდომარე;
  2. თავმჯდომარისმოადგილე;
  3. მდივანი;
  4. ხაზინადარი;
  5. ასოციაციისწევრი.

მუხლი 21.

გამგეობა წარმოადგენს ასოციაციას საგარეო ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს მის საქმიანობასა და ანგარიშვალდებულია მის საქმიანობაზე საერთო კრების წინაშე.

მუხლი 22.

გამგეობის საქმიანობის სფერო განსაკუთრებით განეკუთვნება:

  1. საერთო კრების მიერ საქმიანობის განსაზღვრული მიზნების განხორციელება;
  2. აქტიური წევრების მიღება ან გარიცხვა;
  3. ასოციაციის ქონების მართვა;
  4. საპატიო წევრობის მინიჭება ან ჩამორთმევის შუამდგომლობის დაყენება.

მუხლი 23.

გამგეობისსხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, თუმცა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ორჯერ.

სარევიზიო კომისია

მუხლი 24.

სარევიზიოკომისია წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს.

მუხლი 25.

სარევიზიოკომისია შედგება ორი წევრისაგან.

მუხლი 26.

სარევიზიოკომისიის ამოცანებსა და კომპეტენციას წარმოადგენს:

  • სულ მცირეწელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმოს ასოციაციის მთლიანი საქმიანობა;
  • წარუდგინოს გამგეობას შემოწმების შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები;
  • ანგარიშვალდებულება საერთო კრების წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • შუამდგომლობის შეტანა გამგეობის წევრის ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე.

მუხლი 27.

სარევიზიოკომისია უფლებამოსილია მოითხოვოს შემოწმებული საქმეების ირგვლივ ასოციაციის ხელმძღვანელობისყველა დონის წევრებისა და წარმომადგენლებისაგან წერილობითი ან ზეპირი სახის განმარტება.

ქონება და ფინანსური სახსრები

მუხლი 28.

  1. ასოციაციი სქონება შედგება უძრავი და მოძრავი ქონებისა და ფინანსური სახსრებისაგან.
  2. ასოციაციის ქონებას მართავს ასოციაციის გამგეობა.
  3. ასოციაციისთავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე ან კიდევ გამგეობის სხვა წევრები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ ასოციაცია და შეასრულონ ქონებრივი ვალდებულებები.

მუხლი 29.

ასოციაციისქონებრივ წყაროებია:

  1. საწევრო გადასახადები;
  2. ასიგნებები და სუბსიდიები;
  3. ჩუქებადა მემკვიდრეობა;
  4. საწესდებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
  5. ასოციაციის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

გამგეობაიღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის სამეწარმეო საქმიანობის ფორმისა და სამეწარმეო რეესტრშირეგისტაციის შესახებ.

 

წესდება PDF-ფაილი